TaoNews.Ge

ისრაელიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოიტანენ

ისრაელიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოიტანენ

ისრაელიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოიტანენ.წმინდა ცეცხლს ჯერ სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, შემდეგ კი ქვეყნის სხვადასხვა ტაძრებში გადანაწილდება.

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, აღდგომის ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრნენ.

მართლმადიდებელი სამყარო 2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!