ქართული ოცნების“ დეპუტატის კახა კახიშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების“ დატოვებისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გახარიამ კარგად გაანალიზებული გადაწყვეტილება მიიღო.
“ის, რაც გიორგი გახარიამ განაცხადა მოსალოდნელი იყო. გიორგი გახარია ის ადამიანია, რომელმაც მმართველობის პერიოდში გარკვეული მხარდამჭერები – უშუალოდ მისი მხარდამჭერები მოიზიდა. შესაბამისად, ჩათვალა, რომ დივიდენდები, რაც მას გააჩნია, არ უნდა დაეკარგა. პოლიტიკაში მაინც და მაინც ასე არ ხდება, როცა ყველას წარმატებული მხარდაჭერა აქვს. გიორგი გახარიამ საკუთარი ქარიზმით, კარგი კითხვა-პასუხებით მიაღწია იმას, რომ მხარდამჭერთა მობილიზაცია მოახდინა. ალბათ მან დღეს უკვე ჩათვალა, რომ პოლიტიკაში უნდა დარჩეს. ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილებები ერთ დღეში არ მიიღება. როგორც ჩანს, არც ნიკა მელიას საკითხი იყო გარდამტეხი. შეიძლება ნიკა მელიას საკითხი იყო ერთ-ერთი გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა მხოლოდ ეს “ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი ვერ იქნებოდა. ალბათ ასეთი გეგმა არსებობდა და ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია ერთ-ერთი საკვანძო წერტილი იყო, როცა გახარიამ “ქართული ოცნებისა“ და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.