TaoNews.Ge

ირმა ინაშვილი-პაატა ცაავას მარტვილის რაიონში შექმნილი აქვს კრიმინალური დაჯგუფება

ირმა ინაშვილი – ჩვენ არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება საქართველოს ტერიტორიაზე

საქართველოსთვის უნიკალურია სამხედრო მიუმხრობლობა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სპორტის სასახლეში პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან შეკრებილებს მიმართა, რომ ერთად იბრძოლონ, რათა ყველა მოთხოვნა, მათ შორის სოციალურ-ეკონიმიკური „ერთად გავატანინოთ ამ ხელისუფლებას”.

„არც ეკონომიკა, არც სოციალური პირობები, არც განათლება არ განვითარდება და ვერ განვითარდება, თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოსთვის უნიკალურია დღეს, ავსტრიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის მოდელი – მიუმხრობლობა. ჩვენ არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება საქართველოს ტერიტორიაზე”, – განაცხადა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!