TaoNews.Ge

ირმა ინაშვილი-ამხანაგი თამარ კინწურაშვილი ჩვეულებრივი მედია-ზონდერია

ირმა ინაშვილი-ამხანაგი თამარ კინწურაშვილი ჩვეულებრივი მედია-ზონდერია

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და  ,,მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს” თამარ კინწურაშვილს  მედია ზონდერად მიიჩნებს:   ,,ამხანაგი თ. კინწურაშვილი ჩვეულებრივი მედია-ზონდერია, კონკრეტული პარტიის საყვირი და დასაყრდენია. მას ერთადერთი ამოცანა აქვს, ჩაახშოს განსხვავებული აზრი. ვინც მისთვის და მისი ფავორიტი პარტიისთვის მიუღებელია, ყველა გამოაცხადოს რუსეთის აგენტად. ამავდროულად, ქალბატონი მედია- ზონდერი მიზანმიმართულად ეძებს “აგენტებს”, რომ არ შეუწყდეს დაფინანსება უცხოური ორგანიზაციებიდან. თორემ თუ “აგენტურა” არაა, ამხანაგი კინწურაშვილი ვის რად უნდა?! ვითომ პროდასავლურია, სინამდვილეში ჩვეულებრივი ჩეკისტია. კინწურაშვილის “საქმიანობა”,- ესაა ანტიჟურნალისტიკა, ვიმეორებ: ის მედია- ზონდერია და ვერასდროს დაიცავს ვერც ჟურნალისტის უფლებებს და ვერც ჟურნალისტურ ეთიკას. მას ერთადერთი ეთიკა აქვს- გაანადგუროს არასასურველი ადამიანები. დიდიხანია მინდა დრო დავუთმო ამ ცნობილ გარეწარს და ახლა აუცილებლად ვისარგებლებ ჩემი თავისუფლებით. შენ გაჩვენებთ, როგორ უნდა საქართველოს სოციალურ ქსელზე გაბატონება. არჩევნების დროს ჩემი ძმისშვილი მიჭერდა მხარს და ჩემს პოსტებს აზიარებდა. ჰქონდა პატარა მედია- პროექტი და სრულ ბლოკირებაში მოაქცია. ჩემი ძმისშვილი მე დამიჭერდა მხარს, აბა, კარლო ჭუჭულაშვილის მხარდამჭერი ხომ არ იქნებოდა?! ამ ჩეკისტების დედამ მთელი საქართველო არ გაააგენტა?! მოვიდა დრო, პასუხი გავცეთ წითელ ეშმაკებს-ბოლშევიკუნებს. არ ამოიდგეს ენა ამხანაგმა ჩეკისტებმა?!”-წერს ირმა ინაშვილი

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!