17 მარტს ევროპარლამენტსა და ნატოში მაღალი დონის შეხვედრები შედგება. საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს.
შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.