TaoNews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები

“ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა FDA-ს მოზიდვის კუთხით სპეციალური მრჩევლის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

“კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს წამყვანი როლი ექნება. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ჩვენი მოქალაქეების მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი და აქედან გამომდინარე შევარჩიეთ ბატონი ვაზილ ჰუდაკი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მრჩევლად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა და დასძინა, რომ ვაზილ ჰუდაკს კერძო ბანკებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
მისივე ინფორმაციით, ვაზილ ჰუდაკი ეკონომიკური პროფილის მინისტრებს  უკვე შეხვდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!