TaoNews.Ge

ნაცსექტანტები აჭყლოპინდნენ – ისინი არასოდეს ყოფილან სახელმწიფოს სამსახურში, – ერთი მანიაკის სამსახურში იყვნენ და არიან დღესაც

ირაკლი ღარიბაშვილი: ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს მომდევნო 3-4 წელიწადში

„დევნილების მიმართულებით, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ათასობით დევნილს დავუკანონეთ და გადავეცით ბინები, მათ შორის „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში შევუძინეთ სახლები, გამოწვევა ჯერ კიდევ დიდია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრ, ათასობით დევნილს არ აქვს ბინა.

„ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს მომდევნო 3-4 წელიწადში. მათგან ნაწილს დაუკანონდება, ნაწილს, დაახლოებით 6 ათას დევნილს გადაეცემა სახლები „სოფლად სახლის“ ფარგლებში და 7 ათასი დევნილი ოჯახისთვის აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსები და მათ გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების ბინები სრული რემონტით, რაც ჩვენი ვალდებულებაა. ქუთაისში წელს სრულდება 700 ბინის მშენებლობა, რომელიც დევნილ ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ და გაზაფხულზე, ახლა, როგორც აღვნიშნე, დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც მაქსიმუმ 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!