TaoNews.Ge

“განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება”- ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – გავხსენით ეკონომიკა და გავზარდეთ ბიუჯეტი 1,2 მილიარდით, მშპ-ს ზრდა არის 12,2%, რაც უპრეცედენტოა მთელს რეგიონში

ლარი იყო 3,5-ზე, ჩვენი მუშაობით გავხსენით ეკონომიკა და გავზარდეთ ბიუჯეტი 1,2 მილიარდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მშპ-ის ზრდა არის 12,2%, რაც უპრეცედენტოა მთელს რეგიონში.

„დიდი ალბათობით, ჩვენი პროგნოზებით, წლის ბოლოს გავალთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, რაც 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ სხვა ეკონომიკა იყო მსოფლიოში და პირველად გავა ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე. ეს არის ჩვენი მოკლევადიანი მუშაობის შედეგები, ფაქტები და კონკრეტული შედეგები. პირველად 5 ათას დოლარს გადასცდება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის. ის, რომ ტურიზმი არ ჩავარდა, რა თქმა უნდა, სრულად არ აღდგენილა, მაგრამ საზღვაო კურორტებზეც იყვნენ ტურისტები, მთაშიც და კახეთშიც. ის, რომ გაიხსნა ეკონომიკა, წამოგვყვა ბიზნესი, ამხელა ბრუნვა რომ არის და ეკონომიკის ამხელა ზრდა, ეს არ აისახება ჩვენს მოქალაქეებზე? რა თქმა უნდა, აისახება. როდის აისახება, ამას სჭირდება თანმიმდევრული მუშაობა. ამიტომ ვთქვი, რომ მაქვს გეგმა და ხედვა, მინიმუმ 3 წელი როგორ ვიმუშაოთ ჩვენ ეკონომიკურმა გუნდმა მთლიანად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, ლევან დავითაშვილი მაგრად მუშაობს. ყველა მინისტრს აქვს ძალიან მაგარი გეგმები დალაგებული. ეს ყველაფერი შეამცირებს სიღარიბეს, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს. ამას სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა და არა ეს ქაოსი, რაც ამ არჩევნების გამოა შექმნილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ეჭვიც არ მეპარება, რომ პუტინი უკრაინაში მასშტაბურ შეჭრას გეგმავს – მიხეილ სააკაშვილი
კოპირება აკრძალულია!