TaoNews.Ge

ირაკლი ქადაგიშვილი – ლავროვმა ეს განცხადება იმისთვის გააკეთა, რომ საქართველოს ევროპასთან ურთიერთობა დაუძაბოს და ოპოზიციასაც ,,საწვავი” მისცეს

ირაკლი ქადაგიშვილი – ლავროვმა ეს განცხადება იმისთვის გააკეთა, რომ საქართველოს ევროპასთან ურთიერთობა დაუძაბოს და ოპოზიციასაც ,,საწვავი” მისცეს

,,ლავროვი ჩვენი ოპოზიციის მსგავსად არ არის ერთსულიანი მოთამაშე. ის საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია და როდესაც რამე განცხადებას აკეთებს, რამდენიმე შედეგზე თვლის. ვხედავთ, რომ ლავროვი ამ შედეგს ოპოზიციის ფლანგზე აღწევს და გარკვეულ მაშველ რგოლსაც კი გადაუგდებს ხოლმე.

ეს განცხადება მხოლოდ ერთი რამის გამო გააკეთა, რომ საქართველოს დაუძაბოს ურთიერთობა, ერთი მხრივ, ევროპასთან და, მეორე მხრივ, ოპოზიციას მისცეს დამატებითი საწვავი იმისათვის, რომ გააგრძელონ დაუსაბუთებელი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ.

ის, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებს და გადაწყვეტილებებს იღებს, ეს კარგია ლავროვმა თუ დაინახა, ამ კუთხით ლავროვის აღიარება სასარგებლოა.

ჩვენ საერთაშორისო სანქციებს შეერთებული ვართ, მაგრამ პირადად საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს. ამ დიდ ჰიბრიდულ ომში, რომელიც საქართველოს გარშემოც ტრიალებს, ხელისუფლება ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობა, ეკონომიკური განვითარების მუხტი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!