TaoNews.Ge

გიორგი გახარია დღეს პარტიის პრეზენტაციას გამართავს

ირაკლი კობახიძე – გუნდის შიგნით გიორგი გახარიას ზედმეტსახელი იყო “ბოლი”

გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო “ბოლი” – ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „360 გრადუსი“ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ყოფილი მეთაური ხშირად იტყუებოდა.

„სამწუხაროდ, ტყუილები ხასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება.

მეორე ტური არ იქნება თბილისში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ნებისმიერი ბაქი-ბუქი მეორე ტურთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ნუ დავიღუპავთ თავს, არის მესამე ტალღის დიდი შანსი! – თენგიზ ცერცვაძე
კოპირება აკრძალულია!