TaoNews.Ge

“ოპოზიცია დარჩენილია ქუჩაში ცარიელი ხელებით”  – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს მოუწოდებს, გაავრცელოს ინფორმაცია, ამოაგდო თუ არა პროგრამიდან ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს მოუწოდებს, გაავრცელოს ინფორმაცია, ამოაგდო თუ არა პროგრამიდან ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე. პროგრამიდან ამოგდების შესახებ ინფორმაცია ფორმულამ 20 მაისს გაავრცელა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ პროგრამიდან ამოგდება რადიო თავისუფლებასთან არ უარყო და თქვა, რომ განმარტება საელჩომ უნდა გააკეთოს.

კობახიძე ამბობს, რომ თუ საელჩო განცხადებას არ გაავრცელებს, “ქართულ საზოგადებას სრული უფლება ექნება, მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო”.

“მინდა, ამერიკის საელჩოს მივმართო თხოვნით, მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის, ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება იმაზე საუბარი, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებელია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმალური მმართველობა არ უცდია.

თუმცა, სპეკულაციები გრძელდება და ამ სპეკულაციებს ამერიკის საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა. თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადებას სრული უფლება ექნება, მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო”, – თქვა კობახიძემ პარლამენტში.

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!