TaoNews.Ge

ირაკლი კაკაბაძევ როცა ზვიად გამსახურდიას ახსენებ პირი კარგად გამოირეცხე-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)

ირაკლი კაკაბაძევ როცა ზვიად გამსახურდიას ახსენებ პირი კარგად გამოირეცხე-ნიკოლოზ მჟავანაძე (ვიდეო)

,,ლიბერასტ და ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ირაკლი კაკაბაძეს ისე აეწვა ერთი ადგილი ჩემს გამოსვლაზე რომ თავის გვერდზე მორიგი სისულელები დააბრეხვა. მე ზვიად გამსახურდიას ერთგული ვიყავი და ამერიკაში ხმალამოღებით ვიცავდი კანონიერ ხელისუფლებასო. ამის დამადასტურებლად ასევე ლიბერასტ და გამსახურდიას მიმართ ნეგატიურად განწყობილ ლევან ლორთქიფანიძესთან ინტერვიუ წარმოადგინა.
ამაზეა ნათქვამი მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო. შე დალოცვილო, თუ იცავდი ერთი შენი გამოსვლა მაინც წარმოადგინე 1991 -1992 წელს გაკეთებული სადაც ხუნტა გყავს დაგმობილი და გამსახურდიასთვის მხარდაჭერა გაქვს გამოცხადებული.
ეხლა ზვიადს აქებ, მაგრამ მასე კიტოვანიც აღვარღვარებს ცრემლებს და რა ისისც ზვიად გამსახურდიას იცავდა 1992წელს?
შენ ხარ ფუნით მორბენალი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პიროვნება, შენთან რომ შემოვიდე პოლემიკაში შეიძლება რაღაც თავს აუტეხო და დაიმართო, ამიტომ ნამდვილად არ მსურს მე დამბრალდეს შენი შემდგომი გართულებები, ერთს კი გეტყვი რომ იძახი რაღაც რუსული ფულია წამოსული და თურმე მეც რუსეთიდან ვფინანსები გეტყვი მტყუანის დ… მო@@@@ და მაგ სიმართლით იარე შე ავადმყოფო.
შენ მართლა გაქვს როგორც ჩანს ვიღაცის ფული აღებული და ამიტომ იცავ გეი პროპაგანდისტებს და სამშობლოს გამყიდველებს, ამიტომ სხვებიც ასეთი გგონია.
ზვიადისთან და მერაბისთან სურათები სიგუას და კიტოვანსაც აქვს გადაღებული, მერე რა…
ამერიკაში როცა ნებივრობდი აქ ჩვენი პირტიტველა ბიჭები მთავრობის სახლთან პრეზიდენტის დასაცავად სისხლს ღვრიდნენ, ამ დროს კი შენ სამშვიდობოზე გასულს პუტჩზე ერთი ხმა არ ამოგიღია და ახლა ლიბერასტ ლევან ლორთქიფანიძესთან ინტერვიუ მოგყავს რაღაცის დასამტკიცებლად, ეს იმ ლევან ლორთქიფანიძესთან რომელმაც ახლახანს ადა მარშანიას ზვიად გამსახურდია ალანძღინა და თავად ხმა არ ამოიღო პრეზიდენტის დასაცავად.
ზვიდის მტრებთან არ ვიყავი და ამერიკაში ზვიადიმ გამიშვაო იძახი. ასეთი ზღაპრები შენს საყვარელ ლიბერასტებს მოუყევი. ზვიადი რომელიც ამერიკამ დაამხო, რის დასტურად პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სიტყვებიც კმარა ,,გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო”, რის შემდეგაც დაუშინეს პუტჩისტებმა მთავრობის სასახლეს ბომბები, რადგან ბუშის სიტყვები იყო სწორედ მწვანე შუქი პუტჩის მოსაწყობად. ზვიადიმ მის დამამხობელ ამერიკაში გამიშვაო – ამბობ ფუნით მორბენალო. ზვიადის რომ ამერიკასთან რაიმე დოზით ურთიერთობა ჰქონოდა კი არ დაამხობდნენ, მხარს დაუჭერდნენ ან ბოლო-ბოლო პუტჩის მერე პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემდნენ.
ირაკლი კაკაბაძევ შენ ხარ ფარული პუტჩისტი და იმ პერიოდში იმიტომ ჩანდი ზვიადის და მერაბის უკან რომ ეროვნულ მოძრაობაში მყოფი ხალხი ჭაბუა ამირეჯიბის ახლო ნათესავობის გამო გაგდება რაღაცად 20 წლის ცხირმოუხოცავ ღლაპს.
სამწუხაროდ როგორ ადრე ახლაც ქვეყნის მტრებთან დგახარ”- აცხადებს  ,საინფორმაციო სააგენტო ..ტაონიუსის” გენერალური დირექტორი და ,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე. 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!