TaoNews.Ge

ინდოეთში კრემაციისთვის ადგილები იწურება

ინდოეთში კრემაციისთვის ადგილები იწურება

ინდოეთში კორონავირუსის პანდემიის გამო მდგომარეობა ისევ რთულდება – დელიში ოფიციალური პირები იძულებულები არიან იპოვონ მეტი ადგილი კრემაციისთვის, რადგან ქალაქის მორგები და კრემატორიუმები გადატვირთულია.

პანდემიის მეორე ტალღის პირობებში, ხუთშაბათს ქვეყანაში კორონავირუსის 386 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა – რაც ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა მსოფლიოს მასშტაბით. დამატებით, 3 500 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის დელიში თითქმის 400- რაც დედაქალაქისთვის, ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

ქვეყანაში ინფექციების საერთო რაოდენობამ 18 მილიონი გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!