TaoNews.Ge

იმედი, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე, არ გამართლდა – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ  „ეუთო/ოდირის განცხადება საბოლოოა. შედეგები დაზუსტებულია. იმედი, რომ ეუთო/ოდირი რაიმე შენიშვნას მისცემდა და ოდნავ მაინც მიანიშნებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, არ გამართლდა”.

მისი თქმით, ახლა ოპოზიციამ ეუთო/ოდირის მექანიზმის გამოყენების სხვა გზები უნდა ეძებოს.

„ასეთ პირობებში უნდა ეძებონ სხვა გზები, როგორ შეიძლება ეუთო/ოდირის მექანიზმის გამოყენება. მაგალითად, იმის თქმა, რომ ის შენიშვნები, რაც გააჩნია ეუთო/ოდირს, სწორედ ის არის, რაც განაპირობებს ადამიანის მიერ თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლას, მაგალითად, შეიძლება გამგებელმა, თუკი 25 მეტრში მიუახლოვდება საარჩევნო უბანს, თვალების დაჟინებული მზერით შეაცვლევინოს საქართველოს მოქალაქეს თავისი გადაწყვეტილება. დაახლოებით ასეთ დონეზე არის დღეს გაწბილებული ხალხის კამათი “, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო, საერთო ჯამში, დემოკრატიული არჩევნების გამართვის საფუძველს იძლევა, თუმცა ოდირის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება, რასაც, ზოგიერთ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოებისა და სხვა შესაბამისი აქტორების მხრიდან კანონის შეუსაბამო გამოყენება მოჰყვა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებები დიდწილად დაცული იყო და კანდიდატებს, ზოგადად, თავისუფლად და ზედმეტი შეზღუდვების გარეშე შეეძლოთ კამპანიის წარმოება, ამასთან, კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ცალკეულ შემთხვევებს.

ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!