იმედი მაქვს, გიორგი გახარია არავის პროექტი არ იქნება და იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე – “პროექტები“ ისედაც ძალიან ბევრია, ზოგი უკვე პარლამენტში ზის, ზოგი ახლა ემზადება პარლამენტში შესასვლელად, – ამის შესახებ პარტია “პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
“რაც შეეხება გიორგი გახარიას, მან უნდა აირჩიოს, სად იქნება მისი პარტია, თუკი ასეთს შექმნის. თუ გახარია დაფიქსირდება როგორც ოპოზიციური მოთამაშე და ოპოზიციური ძალა, ეს სხვა საკითხია. ხოლო, თუ ის “ქართული ოცნების“ მოკავშირე იქნება, ეს უკვე სულ სხვა მოცემულობაა. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმედი მაქვს, გიორგი გახარია არავის პროექტი არ იქნება და იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე. მეტიც, იმედია, საქართველოს პოლიტიკაში არც ერთი პოლიტიკური ძალა არ იქნება ვინმეს პროექტი. “პროექტები“ ისედაც ძალიან ბევრია, ზოგი უკვე პარლამენტში ზის, ზოგი კი ახლა ემზადება პარლამენტში შესასვლელად და ეს ყველა ერთად ბიძინა ივანიშვილის პროექტია“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.