TaoNews.Ge

“იმედია წელსაც აჟიოტაჟი არ შეიქმნება წმიდა ცეცხლის ირგვლივ, ჩამოვა თუ ვერ ჩამოვა იგი აღდგომას ტაძრებში”-საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია

“იერუსალიმის ცეცხლს იგივე მადლმოსილება აქვს, რაც ტრაპეზის კანდელზე ანთებულ ცეცხლს” -ამბობს მიტროპოლიტი ათინაგორა.

“იმედია წელსაც აჟიოტაში არ შეიქმნება წმიდა ცეცხლის ირგვლივ, ჩამოვა თუ ვერ ჩამოვა იგი აღდგომას ტაძრებში. უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ყველა საკურთხეველი უფლის საფლავის სწორია და ყველა ტრაპეზი განასახიერებს იმ ქვას, სადაც დაასვენეს უფალი და იერუსალიმის ცეცხლიც იგივე მადლის მატარებელია, რომელი მადლისაცაა ის ცეცხლი, რაც ჩვენი ტაძრების საკურთხევლებში არის ანთებული.

არაფერია სანერვიულო, თუ პანდემიის გამო ვერ ჩამოვა წელს ცეცხლი იერუსალიმიდან. ჩვენ იგივე მადლის მატარებელ ცეცხლს გამოვიტანთ საკურთხევლიდან და დავურიგებთ მორწმუნეებს”, – განაცხადა ილიუს მიტროპოლიტმა ათინაგორამ (საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია).

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!