TaoNews.Ge

ილია მეორე: “წავიდა ჩვენგან ბატონი კახი, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი, ადამიანურ მრავალ ფასეულობათა მომცველი საოცარი პიროვნება”

ილია მეორე: “წავიდა ჩვენგან ბატონი კახი, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი, ადამიანურ მრავალ ფასეულობათა მომცველი საოცარი პიროვნება”

საქართველოს საპატრიარქო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„წავიდა ჩვენგან ბატონი კახი კავსაძე, – თანამედროვე ქართული ხელოვნების მშვენება, კავსაძეთა ცნობილი გვარის ერთ-ერთი უცნობილესი წარმომადგენელი, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი, ადამიანურ მრავალ ფასეულობათა მომცველი საოცარი პიროვნება.

რამდენიმე წლის წინ იგი მძიმე სენით დაავადდა, რაც მორწმუნედ ჩამოყალიბების წინაპირობად ექცა, რადგან ღვთის სასწაულის საკუთარ თავზე განმცდელი გახდა და მისი მადლით განკურნებული, უფლის რწმენის მქადაგებლად იქცა.

ღმერთმა დალოცოს და ნათელში ამყოფოს ბატონი კახის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მის ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა და სულიერი შეწევნა.”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

პირები კი მხოლოდ ცენტრალურ მონასტერში დაიშვებიან.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!