“ილია მეორეზე და მის ბანდაზე თავხედი და არამზადა ადამიანი იშვიათია დედამიწაზე, ახლა საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა მისი წერილი კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისადმი, რომლის მიწერაც მოსთხოვა კირილ გუნდიავმა. ამ წერილით ილია მეორე სთხოვს ბართლომეოსს რომ დაიცვას უკრაინაში არსებული მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია და მისი მეთაური მიტროპოლიტი ონოფრე ბერეზოვსკი, რომელიცო უკრაინის ხელისუფლებამ კიევ-პეჩორის ლავრიდან გამოაძევაო და უშუამდგომლეთ იქ დააბრუნონო. ამ დროს ბართლომეოსმა 2018 წელს გადააყენა კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტობიდან ონოფრე ბერეზოვსკი, კირილეს დანიშნული და დაადგინა კიევისა და სრულიად უკრაინის ავტოკეფალურ მიტროპოლიტად უნეტარესი ეპიფანე დუმენკო. ხოდა წერილის ირონია ისაა, რომ ამ გუნდიაევის ეკლესიას, ილია მეორე უწოდებს “უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას”. ილია მეორეს ჭკუა კი აღარ მოეკითხება, მაგრამ თქვენ საპატრიარქოში დებილები სხედხართ და ეკაიფებით მსოფლიო პატრიარქს?! განა ბართლომეოსი აღიარებს ონოფრეს და მის რაშისტულ ეკლესიას უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიად?!”, –
ამგვარად აფასებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქ კირილეს მოთხოვნის საფუძველზე მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილს უკრაინის რუსული ეკლესიისა დაცვისა და მისთვის კიევ-პეჩორის ლავრის შენარჩუნების შესახებ.