„მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გიგი უგულავაზე ისაუბრა.- “წამოვიდეს უგულავა, გავაჩეროთ ხალხი, რას ეტყვიან მას და რას მეტყვიან მე“ – ამბობს ელისაშვილი.
„ნებისმიერს კითხეთ რა კაცია გიგი უგულავა. 50 მილიონის მომპარავი ბიუჯეტის ქურდია, რომელმაც იკოტრიალა 3 წელი, დაირბილა გვერდები და შერჩა 50 მილიონი.
წამოვიდეს უგულავა და ერთად გავაჩეროთ ხალხი, რას ეტყვიან მას და რას მეტყვიან მე. ნებისმიერ უბანში მზად ვარ უგულავასთან ერთად ვიარო.
ჯერ რა მაგარია, ორჯერ ქალაქის მერი იყავი და ზუგდიდში იყრი კენჭს. კისერიც უტეხია, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია უგულავას“, – განცხადება ალეკო ელისაშვილმა.