TaoNews.Ge

იენს სტოლტენბერგი –  უკრაინა და საქართველო რომ ნატოს წევრები გახდნენ, ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ

იენს სტოლტენბერგი – უკრაინა და საქართველო რომ ნატოს წევრები გახდნენ, ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ

,,ჩემი გზავნილი ორივე ქვეყნისთვის არის ის, რომ ისინი ორიენტირებულები უნდა იყვნენ რეფორმებზე, ინსტიტუტების რეფორმირებასა და მოდერნიზებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე. ჩვენ ამ რეფორმების გატარების მცდელობაში მათ ვეხმარებით.

ეს არის ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლება, გადაწყვიტოს, უნდა იყოს ნატოს წევრი თუ არა. თუკი ქვეყანას სურს, ნატოს წევრი გახდეს, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაშია, ეს ნატოს წევრების და ამ ქვეყნების გადასაწყვეტია და არავისი სხვისი. რუსეთი ვერ უარყოფს სუვერენული სახელმწიფოს უფლებას გახდეს ნატოს წევრი,“- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!