TaoNews.Ge

იენს სტოლტენბერგი – პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ

იენს სტოლტენბერგი – პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ

„პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა აგრეთვე ნიშნავს, რომ ჩვენ ვერიდებით რთულ დისკუსიებს. საქართველოში ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები წუხილს იწვევს. ნატო მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობის შედეგად დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს. ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკის და ქმედების არ გამოყენება. ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციაციის ძალისხმევას. პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!