TaoNews.Ge

იენს სტოლტენბერგი – ნატო-მ განავითარა თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინასთან, ვეძებთ საშუალებებს, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ პარტნიორობა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის პირველ დღეს საქართველოზე ისაუბრა,

„ნატო-მ გაზარდა თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში და სამი ქვეყანა, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი უშუალოდ არიან ნატო-ს წევრები და ორი ქვეყანა უკრაინა და საქართველო კი ნატო-ს მჭიდრო პარტნიორები არიან, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში, მაგრამ, ასევე, განვავითარეთ ჩვენი თანამშრომლობა ახლო და ღირებულ პარტნიორებთან საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს და ვეძებთ საშუალებებს, როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, ასევე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარება. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ორივე ქვეყანა, უკრაინა და საქართველო დახმარებას უწევენ ნატო-ს სხვადასხვა მისიებსა და ოპერაციებს. ასე რომ, ნატო-ს 2030 წლის გეგმის მთავარი მესიჯი ამ მიმართულებით არის თუ როგორ უნდა გავაკეთოთ მეტი და როგორ უნდა გავაძლიეროთ პარტნიორობა მეზობლებთან, იმიტომ, რომ ჩვენს ინტერესებშია, რომ ჩვენი მეზობლები სტაბილურები და წარმატებულები იყვნენ და ორივე ქვეყანა, საქართველო და უკრაინაც რეალურად არიან ასპირანტი ქვეყნები ნატო-ს წევრობისთვის და ჩვენ ვეხმარებით მათ რეფორმების გატარებაში, იმისთვის, რათა მათ შეძლონ სვლა ევროატლანტიკურ გზაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!