TaoNews.Ge

იგეგმება ახალი აკრძალვები – თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი კიდევ მკაცრდება

იგეგმება ახალი აკრძალვები – თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი კიდევ მკაცრდება

საკანონმდებლო მაცნეში, 14 აპრილს გამოქვეყნდა პარლამენტის დადგენილება, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების თაობაზე.

“ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა და გააანალიზა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები და დასახა მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებები.” – აღნიშნულია დოკუმენტში.

პარლამენტის დადგენილებაში საუბარია, იმაზე, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელი თამბაქოს მოხმარების კიდევ უფრო გამკაცრებით დაიწყო. კერძოდ, მოწევა აიკრძალა სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიხედვით,  რეგულაციის ქვეშ მოხვდებიან ისეთი სტადიონები, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ. სტადიონების ადმინისტრაცია ვალდებულია სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განათავსოს. ასევე, შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა.

კანონის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით

– 1000 ლარით, მესამე და შემდეგ ჯერზე კი ჯარიმა უკვე 2000 ლარს აღწევს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!