TaoNews.Ge

იაპონიაში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა დაიწყო

იაპონიაში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტამ სტარტი ფუკუშიმას პრეფექურაში მდებარე J-Village-ის საწვრთნელი კომპლექსის ფეხბურთის სტადიონზე აიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ცეცხლის 120-დღიანი მოგზაურობა იაპონიის საფეხბურთო ქალთა გუნდის წევრებმა დაიწყეს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ოლიმპიური ცეცხლს იაპონიაში 859 ადგილს მოატარებენ და საბოლოოდ, 23 ივლისს, ოლიმპიურ სტადიონზე მიიტანენ, სადაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართება.

ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია, რომელზეც, თავდაპირველად ათასობით გულშემატკივრის დასწრება იყო დაგეგმილი, მაყურებლის გარეშე ჩატარდა და მას მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოლიმპიადის ორგანიზატორების მცირე ჯგუფი დაესწრო.

კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, რომელიც გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, 1 წლით გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!