TaoNews.Ge

16.05.2021 / 11:35

„თქვენ არ შეგიძლიათ დამალვა, არც მიწის ზემოთ და არც მის ქვემოთ“ – ნეთანიაჰუ „ჰამასის“ ლიდერებს მიმართავს

„თქვენ არ შეგიძლიათ დამალვა, არც მიწის ზემოთ და არც მის ქვემოთ“ – ნეთანიაჰუ „ჰამასის“ ლიდერებს მიმართავს

„ღაზაში ოპერაცია სამართლიანია“, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი სრული ძალით მოქმედებას გააგრძელებს.

ნეთანიაჰუ გმობს ისრაელში ეთნიკურ ნიადაგზე მიმდინარე ძალადობას და აცხადებს, რომ ამას ქვეყანა არ შეეგუება.

„არცერთი ქვეყანა ამას არ მოითმენს. ისრაელი ამას არ შეეგუება. ისრაელმა თავდასხმებს უპასუხა და გააგრძელებს რეაგირებას“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.

ნეთანიაჰუმ „ჰამასი“ „ორმაგი ომის დანაშაულის ჩადენაში” დაადანაშაულა და „ჰამასის“ ლიდერებს მიმართა.

„თქვენ არ შეგიძლიათ დამალვა, არც მიწის ზემოთ და არც მის ქვემოთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის მიმართვაში.

მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ”მკაფიო და ცალსახა მხარდაჭერისთვის”.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!