TaoNews.Ge

“თქვენც მეგის ქარდავები გახდით?!”-ირმა ინაშვილის მიმართვა “ქართულ ოცნებას”

“თქვენც მეგის ქარდავები გახდით?!”-ირმა ინაშვილის მიმართვა “ქართულ ოცნებას”

“პატრიოტთა ალიანსის ” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს,  ფარული ჩანაწერების მანკიერებაზე საუბრობს და მხარდაჭერას  უცხადებს მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერს ანა დოლიძეს, რომლის შესახებაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც, სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ, მის სახლში ფარული ვიდეო კამერის დამონტაჟებას ეხებოდა.
“2019 წლის 5 თებერვალია. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მანკიერებაზე ვსაუბრობ. ახლა ვრცელდება სუსის თუ შსს-ს თანამშრომლის ინტერვიუ, საიდანაც ირკვევა, რომ ეს მანკიერება (ფარული გადაღებები) “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება და ამჯერად, ანა დოლიძის მიმართაა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. ეს რაც ვიცით, თორემ საუბარი ათასობით ფაილს და არა ერთ საჯარო პირს ეხება, რომელთა ოჯახებშიც (ფარულად) გადამღებ აპარატურას ამონაჟებდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ.
მხარდაჭერას ვუცხადებ ანა დოლიძეს! ანა დოლიძე არც მარტოა და არც მარტო ანა დოლიძის პრობლემაა, რასაც მორიგჯერ დავეჯახეთ.
“ქართულ ოცნებას” ვპირდები: ყველა აგებთ პასუხს! ქვედა შემსრულებლებიც და, რაც მთავარია, ზედა რგოლი!!! თქვენც საძინებლებში უვარდებით ადამიანებს?! საიდან უნდა იცოდეს ვინმე შემსრულებელმა ივანე გულაშვილმა ველოსიპედი დგას ანა დოლიძის სახლის აივანზე, თუ ყვავილების ქოთანი? ანუ უკანონოდ იყო შესული მის საცხოვრებელ ბინაში, უკანონოდ უთვალთვალებდნენ და იწერდნენ, რასაც ვინმე გულაშვილი თავად ადასტურებს. თქვენც მეგის ქარდავები გახდით?!” – წერს ირმა ინაშვილი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!