TaoNews.Ge

ვერანაირი ეგრეთ წოდებული “ღირსების მარში” ვერ შედგება საქართველოში-მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

,,თუ კი რუსეთის პატრიარქი თავს უკრაინის მწყემსად მიიჩნევს, როგორ შეიძლება წინ არ აღუდგეს ამ ბოროტებას?!” – ეპისკოპოსი გიორგი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრის, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯანმდწლიანი) ემოციური ქადაგება რუსეთ-უკრაინის ომზე:

,,არ შეიძლება არ ვახსენოთ ის გმირი ვაჟკაცები, ვინც უკრაინაში ომში დაიღუპნენ და ჩამოსვენებულნი არიან და ზოგი კიდევ უნდა ჩამოასვენონ. ისინი შეეწინააღმდეგენ რუსეთის ქმედებებს, იმ ბოროტებას, იმ სისხლის ღვრას, რასაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის მიწაზე, სადაც ბავშვები, ქალები, მოხუცებულები იღუპებიან და მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. უფალი ბრძანებს სახარებაში, რომ: “უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ” (იოან. 15, 13). ამ ბიჭებმა ჭეშმარიტად თავი გასწირეს მოყვასისათვის, დაუცველი ხალხისათვის“.

რაც შეეხება უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით დასძენს:

“დღეს ჩვენს საზოგადოებაში ისმის კითხვები ტელევიზიებში, რომ საუბარია უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით. წმინდა წერილში უფალი ბრძანებს, რომ: “მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს” (იოან. 10, 11). აქ საუბარია ქრისტეზე და ქრისტესმიერ ეპისკოპოსებზე და პატრაირქებზე. თუკი რუსეთის ეკლესია უკრაინელ ხალხს და მისი პატრიარქი მიიჩნევს მის სამწყსოდ, როგორ შეიძლება წინ არ აღუდგეს იმ ბოროტებას, იმ მახვილსა და ცეცხლს, რაც რუსეთმა შეიტანა უკრაინაში და მათ ეწოდებოდეთ მათი მწყემსი. უკრაინელი ხალხის თვალში ისინი აღარ არიან მათი მწყემსები. აქედან ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ ადგილობრივმა ეკლესიებმა მართებული იქნება, რომ აღიარონ უკრაინის ავტოკეფალია“.

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!