TaoNews.Ge

“თუ ეხლა სინანულით ხართ მოსული ძალიან გამიხარდება.თუ არა მაინც არ დაგსჯით. მე დღეს ამ განწყობით არ ვარ მოსული”- მეუფე სტეფანე 

“თუ ეხლა სინანულით ხართ მოსული ძალიან გამიხარდება.თუ არა მაინც არ დაგსჯით. მე დღეს ამ განწყობით არ ვარ მოსული”- მეუფე სტეფანე 

თამაკონის წმინდა ლაზარეს სახელობის ტაძარში, სადაც მეუფე სტეფანე წირვას აღავლენს, მის მიერ განკვეთილი მამაოები მივიდნენ. მეუფე სტეფანემ სამი სასულიერო პირის არ დასაჯა  და ამბიონიდან მიმართა მათ:

“თუ ეხლა სინანულით ხართ მოსული ძალიან გამიხარდება. თუ არა მაინც არ დაგსჯით. მე დღეს ამ განწყობით არ ვარ მოსული. თუ არ შეეცდებით რომ რკინის კვერთხი გამოვიყენო, მე არ გამოვიყენებ, განწყობა არ მაქვს რომ ვინმე დავსაჯო, არ მაქვს განწყობა ვინმეს განკვეთისა”-  თქვა ამბიონიდან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

მეუფე სტეფანემ, დაპირისპირებულ სამ სასულიერო პირს, რომლებიც დღეს უნდა განეკვეთა ეპარქიიდან, მონანიების ვადა გაუხანგრძლივა და საკუთარი ბრძანება დროებით შეაჩერა. მეუფის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მძიმე მარხვისა და აღდგომის დღესასწაულის გამო მიიღო. მან სასულიერო პირებს  ამბიონიდან კიდევ ერთხელ მოუწოდა სინანულისკენ და სიმშვიდისკენ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!