TaoNews.Ge

“თუ დამარწმუნებენ, ამიხსნიან, რომ ჩემთვის აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ, კამერების წინაშე ავიცრა”- მეუფე ნიკოლოზი

“თუ დამარწმუნებენ, ამიხსნიან, რომ ჩემთვის აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ, კამერების წინაშე ავიცრა”- მეუფე ნიკოლოზი

ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­ი, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­ი მი­იჩ­ნევს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ვა­კუ­უ­მია. ასევე თვლის, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია არ სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა ხალ­ხის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად მზად არის, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ჯა­როდ ჩა­ი­ტა­როს – ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

„მე მივ­მარ­თე ტე­ლე­ვი­ზი­ით, პი­რა­და­დაც ვე­სა­უბ­რე ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებს, აღარ და­ვა­ზუს­ტებ, რა და რო­გორ. მინ­და ყვე­ლას ვთხო­ვო, რო­გორც რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ, თუ შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი შე­ლა­მა­ზე­ბის, გა­დას­ხვა­ფე­რე­ბის გა­რე­შე, ზუს­ტად აგ­ვიხ­სნათ რა ვაქ­ცი­ნებ­ზეა სა­უ­ბა­რი, შე­მად­გენ­ლო­ბა, მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი იყე­ნე­ბენ, სად, რა შე­დე­გე­ბია. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვა ახალ­გაზ­რდა ექთ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ. ძა­ლი­ან მძი­მე შემ­თხვე­ვა იყო, მაგ­რამ მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლას, რომ ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა. ეს ერთი შემ­თხვე­ვა თა­ვის­თა­ვად არ ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ერ­თოდ ვაქ­ცი­ნა გა­მო­ყე­ნე­ბი­დან ამო­ვი­ღოთ, მოხ­და ასე­თი რამ და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. მე ექი­მებ­საც ვუ­თხა­რი და თქვენც მინ­და გი­თხრათ, თუ და­მარ­წმუ­ნე­ბენ კა­მე­რე­ბის წი­ნა­შე, ამიხ­სნი­ან კარ­გად რა ვაქ­ცი­ნაა და შემ­დეგ მო­ის­მე­ნენ ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, თუ ექი­მე­ბი გა­და­წყვე­ტენ, რომ ჩემ­თვის ეს აცრა სა­სარ­გებ­ლოა, თა­ნახ­მა ვარ კა­მე­რე­ბის წი­ნა­შე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თვალ­წინ ავიც­რა. მგო­ნია, რომ ეს აცრა არ მჭირ­დე­ბა, მაგ­რამ თუ ექი­მე­ბი გა­დაწყვე­ტენ, აუ­ცი­ლებ­ლად ავიც­რე­ბი, რომ ხალ­ხი გა­ვამ­ხნე­ვო“, – გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!