TaoNews.Ge

“თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის”- როგორ ემზადება შვეიცარია კრიზისული სიტუაციებისათვის

“თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის”- როგორ ემზადება შვეიცარია კრიზისული სიტუაციებისათვის

“როგორც ამბობენ ,თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის“. გთავაზობთ 11 ძირითად პუქტს, თუ როგორ ემზადება შვეიცარია კრიზისული სიტუაციებისათვის.
1. სასმელი წყლით მომარაგების სისტემა:
ყველა ქალაქში და სოფელში მოწყობილია წყლის ფანტანები, რომლებიც იკვებება წყაროების წყლით. მარტო ციურიხში ასეთი 1200 ერთეულია. ცენტრალური წყალმომარაგების განადგურების შემთხვევაში ამ წყაროების დეცენტალიზებულ სისტემას შეუძია მთელი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
2. ენერგომომარაგება
ქვეყანს გააჩნია მთების შიგნით დამალური ელექტროსადგურები, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის მომარაგება ელექტროენერგიით მასიური დაბომბვის შემთხვევაში.
3. გზები და ბუნკერები
შვეიცარიელებმა გაიყვანეს გზები ალპების მთების ქვეშ და შეუძლიათ ფარულად გადაადგილება. სამოქალაქო თავდაცვის კანონის 45 და 46 მუხლების მიხედვით შვეიცარიის თვითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თავშესაფარი იქვე ახლოში, სადაც ცხოვრობს. შედეგად ქვეყანას აქვს საკმარისი თავშესაფრები, იმისთვის, რომ განათავსოს მოსახლების 114%.
4. ბიბლიოთეკები
მიწისქვეშა ბუნკერებში, საკვების და სხვა საჭირო მარაგებთან ერთად მოწყობილია ბიბლიოთეკებიც, რათა არ დაუშვან ცივილიზაციის განვითარების დაწყება თავიდან. იქ ინახება წიგნები და ციფრული ინფორმაცია შენახვის ყველა ფორმატში (ფლოპი დისკებიც).
5. ნაციონალური სიმდიდრე
შვეიცარიელები ინახავან სიმდიდრეს დაცულ ბანკებში და ამისათვის სპეციალურად აგებულ ბუნკერებში, რომლებსაც შეუძლიათ გაუძლონ ატომურ აფეთქებას. შესაბამისად მათ აქვთ შესაძლებლობა სწრაფად აღადგინონ დანგრეული ქვეყანა და ეკონომიკა.
6. მარაგების შექმნა
2016 წელს შეიცარიის მთავრობამ განაახლა ქვეყნის „ეკონომიკური მიწოდების აქტი“ (Economic Supply Act (NESA), რომლის მიხედვითაც დამატებით ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთი მარაგების შექმნაზე, როგორიცაა: ა) საკვების მხრივ: შაქარი, ზეთი და ბურღულეული; ბ) ენეგიის წყაროებზე: ბენზინი და დიზელი; გ) სამედიცინოზე: ანტიბიოტიკები და ვაქცინები. მარაგებმა უნდა უზრუნველყონ მოსახლეობის ნორმალური ცხოვრება კრიზისის განმავლობაში 3 დან 6 თვემდე.
საინტერესოა, როგორ ხორციელდება მარაგების შექმნა. მაგ.: კანონი ითხოვს, რომ საწვავის იმპორტიორმა შეინახოს მარაგი საგანგებო შემთხვევისათვის. ამით მთავრობა თავიდან იცილებს საწვავის მარაგების დიდი რაოდენობით ერთ ადგილზე განთავსებას.
სახელმწიფო მარაგებთან ერთად, მთავრობა რეკომენდაციას აძლევს მოსახლეობას იქონიოს 7 დღის სამყოფი წყალი, საკვები, სანთლები, ასანთი, ტუალეტის ქაღალდი, ელემენტები რადიოსათვის და ფანრებისათვის, პირველადი დახმარების აფთიაქი, ღუმელი საკვების მოსამზადებლად, თუ ცენტრალური ენერგომომარაგება გამოვა წყობიდან და სხვა.
7. გაწვევა ჯარში
მიუხედავათ იმისა, რომ 1815 წლის შემდეგ ომი არ ქონიათ, ქვეყანაში მოქმედებს სავალდებულო გაწვევის სისტემა. ყველა მამაკაცს მოეთხოვება იმსახუროს, ხოლო ვისაც არ შეუძლია, იხდის სპეციალურ გადასახადს. შესაბამისად ქვეყანას გააჩნია 150 000 იანი არმია, აქვს 4 000 000-იანი რეზერვის დაუყოვნებლივი გამოყვანის შესაძლებლობა და დამატებით კიდევ ყავს 3 მილიონი ადამიანი, რომლებთაც შეუძლიათ აიღონ ხელში იარაღი. (2013 წლის 22 სექტემბერს ჩაატარეს რეფერენდუმი სავალდებულო სამსახურის გაუქმებაზე, მაგრამ მოსახლეობის 73% არ დაუჭირა მხარის ამ სისტემის გაუქმებას).
8. იარაღი მოსახლეობაში
მოსახლეობის 8.3 მილიონ მოსახლეზე მოდის 2 მილიონი იარაღი პირად საკუთრებაში. ყველა მამაკაცს, რომელიც მსახურობს ადგილობრივ „მილიციაში“ გადაეცემა იარაღი, მანამდე, სანამ მსახურობს. სამხედროებს სთავაზობენ იყიდონ თავიანთი საბრძოლო იარაღი რეზერვში გასვლის დროს. ქვეყანა ერთერთი მოწინავეა სასროლეთების რაოდენობით.
9. მზადყოფნა ომისთვის
1880 იანი წლებიდან ქვეყანა მუდმივად აახლებს თავდაცვის გეგმას. მთების შიგნით გზების გაყვანის და თავშესაფრების აგებასთან ერთად მოწყობილია საფორტიფიკაციო ნაგებობები. საარტელერიო პოზიციები შენიღბულია სამოქალაქო ნაგებობების ქვეშ და განლაგებულია სტრატეგიულ მიმართულებებზე.
10. საგანგაშო სისტემის ყოველწლიური შემოწმება
ქვეყნის მთავრობა უვლის 7200 განგაშის გამოცხადების მოწყობილობას მთელი ქვეყნის მაშტაბით. გამოიყენება ორი ტიპის განგაში: 1. საერთო და 2. წყალთან დაკავშირებული კატასტროფების გაფრთხილება იმ მოსახლეობისათის ვინც ცხოვრობს კაშხალებთან სიახლოვეს. სისტემა იტესტება ყოველი წლის თებერვლის პირველ ოთხშაბათს.
11. პოლიტიკური მართვის სისტემა
შვეიცარიის პოლიტიკური მართვის სისტემა დეცენტრალიზებულია. თუ ცენტრალური მთავრობა გამოვა წყობიდან, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ფუნქციონირებას. ქალაქები და სოფლები, რომლებიც გეოგრაფიულად არიან დამოუკიდებლები, გააჩნიათ კარგად განვითარებული, ერთმანეთან დაკავშირებული ობობას ქსელივით მყარი კავშირები.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!