TaoNews.Ge

ჩვენ მივიღებთ უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს-ვლადიმერ პუტინი

“თუ გამოიკვეთება პუტინის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ყველა ზომას მივიღებთ” – ჰააგის გამომძიებელთა ჯგუფი უკრაინაში გაემგზავრა

ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებელთა ჯგუფი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ კოლექტიური საერთაშორისო სარჩელის საფუძველზე გამოძიებას ჩაატარებს.

მანამდე კი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პროკურორმა კარიმ ხანმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე Fracnce 24-თან ისაუბრა. მან შეშფოთება გამოთქვა ბავშვებზე, სამოქალაქო პირებზე, საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების გამო და წინასწარ განაცხადა, რომ ეს დანაშაულია.

ჟურნალისტმა პროკურორს კონკრეტულად ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობაზეც ჰკითხა, რაზეც მან უპასუხა:

“თუ გამოიკვეთება პუტინის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ყველა საჭირო ზომას მივიღებთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ მშვიდობიან მოქალაქეები პირდაპირი სამიზნეები არიან, თუ მიზანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა ამოღებული, ეს დანაშაულია. გამართლება ვერ იქნება იმის თქმა, რომ ეს სამხედრო აუცილებლობაა, მით უმეტეს მაშინ, როცა ფართო სპექტრის იარაღია გამოყენებული, ანუ იარაღი, რომელსაც დასახლებულ რაიონებში მოქმედების დიდი რადიუსი აქვს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ეს არის დანაშაულები, რომელზეც მართლა არანაირ რესურსს არ დავიშურებთ”, – თქვა პროკურორმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!