TaoNews.Ge

„თუ ასე გააგრძელებთ, ხალხი გაბრაზებულია და ჯობია აქ აღარ მოხვიდეთ“ – იღუმენი დანიელი  მეუფე სტეფანეს

მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მისული ამბოხებული მღვდლები მეუფე სტეფანეს პეტრე ცაავას მიმართ გამოთქმული ბრალდების დამტკიცებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპისკოპოსს აფრთხილებენ, რომ დაპირისპირება შესაძლოა, კიდევ მოხდეს.

მათი თქმით, ბზობის დღესასწაულის წირვაზე შესაძლოა, მრევლი მეუფე სტეფანეს კვლავ დაუპირისპირდეს, რაზედაც პასუხისმგებლობა საპატრიარქოს ეკისრება.

„თუ ასე გააგრძელებთ, ხალხი გაბრაზებულია და ჯობია აქ აღარ მოხვიდეთ. ბრალდება დაამტკიცეთ, ვითხოვთ იმ ბრალდების დამტკიცებას, რომელიც პეტრე ცაავას წაუყენეთ“, – განუცხადა იღუმენმა დანიელმა მეუფე სტეფანეს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!