TaoNews.Ge

“თუ ამ დაავადებას არ ვუმკურნალე, სხვა ორგანოებზეც გავრცელდება” – ლევან ვასაძე მის დიაგნოზს ასახელებს

პარტია “ერის” ლიდერი ლევან ვასაძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

ვასაძის თქმით, მისი ამჟამინდელი დიაგნოზია “აელ” ტიპის ამილოიდოზი, რომელიც მი9ლიონი კაციდან მხოლოდ ორს ემართება.

“ორი თვეა დამემართა იშვიათი დაავადება, რომლის დადგენაც და დიაგნოსტიკაც ძალიან ძნელი აღმოჩნდა. გამოვიცვალე 5 საავადმყოფო – ორი თურქეთში და სამი მოსკოვში, ვიდრე არ მივედი დიაგნოზამდე, რომელსაც დავასახელებ. და კიდევ ველოდები ერთ დიაგნოზსს. ამჟამად ჩემს დაავადებას ჰქვია “აელ” ტიპის ამილოიდოზი, ის ჩნდება ძვლის ტვინში და იწვევს ტოქსიკური ცილების გამოყოფას,  რომლებიც სხვადასხვა ორგანოებში ილექება და არის სიცოცხლისათვის საშიში. მე ამჟამად დაგვიანებული მაქვს მხოლოდ გული,”- აცხადებს ვასაძე.
ვასაძე ამბობს, რომ ეს დაავადება არაა გენეტიკურ, რაც მისი შთამომავლობისთვის მნიშვნელოვანია. 

“თუ ამ დაავადებას არ ვუმკურნალე, ის სხვა ორგანოებზეც გავრცელდება. მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას რამდენიმე თვე. გასულ კვირას ქიმიოთერაპიის პირველი სეანსი უკვე ჩამიტარდა,”- აცხადებს ვასაძე.

შეგახსენებთ, ლევან ვასაძე  თურქეთში სამკურნალოდ ივლისის დასაწყისში გაემგზავრა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!