TaoNews.Ge

სააფთიაქო ნარკომანია თბილისში – დაკავებულია 5 აფთიაქის ხელმძღვანელი

თურქული მედიკამენტების პირველი პარტია საქართველოში 1-2 კვირაში შემოვა​ – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, პირველი პარტია თურქული მედიკამენტები, საქართველოში 1-2 კვირაში შემოვა​:

“მოსახლეობას უნდა გავუნახევროთ და შევუმციროთ გადასახადები მედიკამენტებზე. ჩემი ინფორმაციით, სულ 1-2 კვირაში შემოვა პირველი პარტია თურქული მედიკამენტების და მინდა დავაზუსტო, რომ ეს იქნება უმაღლესი GMP სტანდარტის მედიკამენტები.

ასევე, შემოვა ე.წ. გენერიკები, რომელიც ასევე კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო. უფრო ფართო არჩევანი ექნება ჩვენს მოსახლეობას და უფრო ნაკლებს გადაიხდიან მედიკამენტებში. ჩვენ ყველა იმ ცვლილებას განვახორციელებთ, რომლეიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!