თურქული ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსი“ ანტალიიდან თბილისის მიმართულებით ზაფხულიდან პირდაპირ ავიარეისებს განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. უწყების ცნობით, საწყის ეტაპზე რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება, შემდეგ სიხშირეების რაოდენობა ოთხამდე გაიზრდება. „ბილეთებთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ ავიაკომპანიას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“თურქიშ ეარლაინსი“ ანტალიიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ზაფხულიდან განახორციელებს
მსგავსი სიახლეები
No Content Available