TaoNews.Ge

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს, ხოლო მისი მეუღლე დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალი ცივი იარაღით არის მოკლული.

დაპირისპირება საცხოვრებელ ბინაში მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილზე პაკისტანის 4 მოქალაქე მივიდა.

დაჭრილი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!