TaoNews.Ge

თურქეთმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კონვენცია დატოვა

თურქეთმა დატოვა საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთასა და მასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოაწერა ხელი.

კონვენცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2011 წლის 7 აპრილს მიიღო. იგი ხელმოსაწერად 2011 წლის 11 მაისს, სტამბოლში მინისტრთა კომიტეტის 121-ე სესიის დროს გაიხსნა. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება — სტამბოლის კონვენცია. დოკუმენტი მოიცავს იურიდიულ და სოციალურ ინსტრუქციებს მთავრობებისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.

ერდოღანის გადაწყვეტილებამდე, კონვენციას აკრიტიკებდნენ თურქეთის მმართველ პარტიაში, რომლის თავმჯდომარეც პრეზიდენტი ერდოღანია. პარტიის წარმომადგენლები, ქვეყნის სხვა კონსერვატიული ძალების მსგავსად ამბობდნენ, რომ დოკუმენტის პრინციპები არ შეესაბამება კონსერვატიულ, ისლამურ ნორმებს. ისმოდა მოსაზრებები, რომ ის “ახალისებს” ჰომოსექსუალობასა და გაყრას.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

კოპირება აკრძალულია!