TaoNews.Ge

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთთა წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ქურთთა მუშათა პარტიის” წინააღმდეგ ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ამის შესახებ Yeni Safak იუწყება.

„ქურთთა მუშათა პარტიას” ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ოპერაციაში სამხედრო-საჰაერო ძალები, არტილერია და სპეცდანიშნულების ნაწილები მონაწილეობენ.

ოპერაცია დასახლება მეტინას მახლობლად მიმდინარეობს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქულმა ავიაციამ ქურთთა მუშათა პარტიის რამდენიმე ობიექტი დაბომბა.

თურქეთი ერაყში „ქურთთა მუშათა პარტიის” წინააღმდეგ ოპერაციებს ადრეც ატარებდა. ბაღდადი ამ ქმედებებს აპროტესტებს, თუმცა თურქეთი ერაყის ხელისუფლების პროტესტს ყურადღებას არ აქცევს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!