TaoNews.Ge

თურქეთი „ლოკდაუნს“ აცხადებს

თურქეთი „ლოკდაუნს“ აცხადებს

თურქეთი კოვიდ 19-ის გავრცელების გამო შეზღუდვებს აწესებს.

ინფორმაცია „ლოკდაუნის“ გამოცხადების შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს გააცნო.

ერდოღანის თქმით, დროებით შეჩერდება ბიზნესსაქმიანობა, დაიხურება სასწავლო დაწესებულებები, რესტორნები, პაბები და სხვა გასართობი დაწესებულებები.

სურსათის მაღაზია, კვირის გარდა, ყოველ დღე იმუშავებს. საქალაქთაშორისო მოგზაურობას დასჭირდება ნებართვა. მიღებული გადაწყვეტილება 17 მაისის ჩათვლის იქნება ძალაში.

პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, მიზანია ინფიცირებლთა რაოდენობის მნიშვნელოვან კლებას მიაღწიონ.

ინფორმაციისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4 მლნ-ს აჭარბებს, ბოლო 24 საათში ვირუსი 37 312 ადამიანს დაუდასტურდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!