TaoNews.Ge

მევლუთ ჩავუშოღლუ – ველოდებით, რომ საქართველო 3 + 3 პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

თურქეთი არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს – ჩავუშოღლუ

თურქეთი არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუ.

Anadolu Agency-ის ცნობით, თურქულ ტელეარხ Haberturk-სთან საუბრისას, ჩავუშოღლუმ განმარტა, რომ „პრინციპის დონეზე, თურქეთი მსგავს სანქციებში ფართო გაგებით მონაწილეობას არ იღებდა“.

„არ ვაპირებთ აღნიშნულ სანქიებთან შეერთებას,“ – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩავუშოღლუმ ინტერვიუში “მონტრეს კონვენციაზეც” ისაუბრა, მისი თქმით, ანკარამ ამ საკითხზე თავისი პოზიციის შესახებ ოფიციალური შეტყობინებები ომში ჩართულ ქვეყნებს გაუგზავნა.

მან დასძინა, რომ მოსკოვი დათანხმდა, როდესაც თურქეთმა სთხოვა, რომ მისი მოთხოვნა შავი ზღვის ფლოტში არარეგისტრირებული სამხედრო ხომალდების სრუტეებში გატარების შესახებ უკან გაეწვია.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!