TaoNews.Ge

თვითმკვლელობა გლდანის ციხეში – დაწესებულების თანამშრომელს ბრალი წარედგინა

თვითმკვლელობა გლდანის ციხეში – დაწესებულების თანამშრომელს ბრალი წარედგინა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, №8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა ბრალდებული, რომლისთვისაც განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ევალებოდა, დაახლოებით 1 საათით დატოვა, რა დროსაც მან თავი მოიკლა.

შემთხვევა 2020 წლის 12 ივლისს მოხდა.

უწყების განცხადებით, გლდანის ციხის თანამშრომელმა დაკისრებული მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მას ბრალი წარედგინა.

“№8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული, პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის 30 ივნისიდან 24 საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა. 2020 წლის 12 ივლისს, აღნიშნული პატიმარი იმყოფებოდა სააბაზანო ოთახში, სადაც სამეთვალყურეო ვიდეოკამერები განთავსებული არ არის. №8 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარ მორიგე ინსპექტორს ვიდეომონიტორინგს დაქვემდებარებული ბრალდებულისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ევალებოდა.

მიუხედავად ამ ვალდებულებისა, პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარმა ინსპექტორმა, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა. კერძოდ, სააბაზანო ოთახში მყოფი ბრალდებული, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, უყურადღებოდ დატოვა, რა დროსაც ბრალდებულმა საშხაპე ოთახში სუიციდი განახორციელა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – წერია უწყების განცხადებაში.

ინსპექტორის სამსახურმა საქმეზე გამოძიება 2020 წლის 12 ივლისს დაიწყო. ციხის თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

პროკურატურამ 2021 წლის 11 მაისს მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!