TaoNews.Ge

16.05.2021 / 11:45

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის მფლობელია

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის მფლობელია

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის მფლობელია.

ფინალში „ანორთოსისი“ „ოლიმპიაკოსს“’ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა და 110-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას გატანილი გოლით ქეცბაიას გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

59-ე წუთზე არტიმატასის ეფექტური დარტყმის წყალობით, ქეცბაიას გუნდმა ანგარიში გახსნა. 61-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა, განელმა კინგსლი სარფომ „ანორთოსისის“ ლორიას ახლო მანძილიდან გაუტანა.

„ანორთოსისი“ კვიპროსის თასის მფლობელი მეთერთმეტედ გახდა, ქეცბაიას გუნდმა აღნიშნული ტიტული 14-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!