TaoNews.Ge

თბილისში, 1 ტონამდე ვადაგასული და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის და ვადაგასული ხორცი დალუქა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  24-25 მარტს დედაქალაქის მასშტაბით 9 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 4 მათგანში 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის და 507კგ. ვადაგასული ხორცის განთავსების ფაქტები გამოვლინდა.

ვადაგასული და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი იყიდებოდა:

  • ი/მ – (მის: ფიფიას ქ.17) – 147. კგ ვადაგასული ხორცი
  • შპს „ისთანბულ“ ( მის: მეველის ქ.25) – 340 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის, 360 კგ.-მდე ვადაგასული ხორცი
  • შპს „სანდრო“ (მის: აგლაძის ქ.32) – 100 კგ.-მდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი
  • შპს „ჯი ემ ენ ხორც პროდუქტები“ (მის: აგლაძის ქ.32) – 50 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი
  • ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხორცი დაილუქა და დაექვემდებარება განადგურებას.

ასევე სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ორ ობიექტს – შპს „ნიკორას“ (მის: დიდუბე, აგლაძის ქ. 32; აღნიშნულ ობიექტს კავშირი არ აქვს იგივე დასახელების სავაჭრო ქსელ „ნიკორასთან“) და შპს.“ინას“ (მის: დიდუბე, გოგლაურის ქ. N5).

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!