TaoNews.Ge

თბილისში, “სირცხვილიას” ორგანიზებით, უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაში სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები, საჯარო პირები და პოლიტიკური პარტიები მონაწილეობას იღებენ.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები გააჟღერეს და ორივე ქვეყნის დროშები გაშალეს, ასევე მიიტანეს ბანერები წარწერით ,,უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე”, ,,დიდება უკრაინას”, ,,არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში” და სხვა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა ფარულავას განცხადებით, როდესაც საქართველო-უკრაინის საკითხი საერთაშორისო დონეზე ერთად წყდება, ქართული ხელისუფლების დუმილი არის ,,ანტისახელმწიფოებრივი და ეწინააღმდეგება საქართველოს მომავალ უსაფრთხოებას”.

,,ეს არის სოლიდარობის აქცია ჩვენი ისტორიული მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რომელიც იმავე გამოწვევების წინაშე დგას როგორშიც იდგა 2008 წელს საქართველო. როდესაც საქართველო-უკრაინის საკითხი ერთად წყდება საერთაშორისო დონეზე, ქართული ხელისუფლების დუმილი არის ანტისახელმწიფოებრივი და ეწინააღმდეგება საქართველოს მომავალ უსაფრთხოებას. ყველაფერი ეს ჯდება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!