TaoNews.Ge

თბილისში, ბაგა-ბაღში აღმზრდელმა ბავშვზე ფიზიკურად იძალადა

თბილისში, ბაგა-ბაღში აღმზრდელმა ბავშვზე ფიზიკურად იძალადა

თბილისის 128-ე ბაგა ბაღში აღმზრდელმა 3 წლის ბავშვზე ფიზიკურად იძალადა.

როგორც ბაღის დირექტორი აცხადებს, ფაქტის შესახებ ბავშვის მშობლისგან შეიტყო. მომხდარის გადამოწმება ბაღში ვიდეო კამერის ჩანაწერში დაიწყეს, რა დროსაც ბავშვზე ძალადობის ფაქტი დადასტურდა.

ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს, რომლებიც შემთხვევას სწავლობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!