TaoNews.Ge

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გი­ორ­გი სუ­ლა­კა­ძე კორონავირუსით გარდაიცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გი­ორ­გი სუ­ლა­კა­ძე კორონავირუსით გარდაიცვალა

 

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუს­მა კი­დევ 54 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. მათ შო­რი­ს ჟურ­ნა­ლისტ თიკო ბა­შა­რუ­ლის მე­უღ­ლე და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გი­ორ­გი სუ­ლა­კა­ძეა. ის  ბოლოს ად­ვო­კა­ტი იყო და რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, კლი­ენ­ტე­ბის­გან და­ინ­ფი­ცირ­და.

მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და კო­ლე­გას უსამ­ძიმ­რე­ბენ:

თეა ადე­იშ­ვი­ლი: არა­ნა­ი­რი ქრო­ნი­კუ­ლი ან თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა, უჯან­მრთე­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, სი­გა­რე­ტიც კი არ მო­უ­წე­ვია არას­დროს და ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის მერე ფილ­ტვე­ბის 22 ბა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბას ვე­ღარ გა­უძ­ლო, გუ­შინ გული გა­ჩერ­და, გი­ორ­გის ვე­ე­ბერ­თე­ლა, კე­თი­ლი და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნუ­რი სი­კე­თით სავ­სე გული გა­ჩერ­და!!!! – და ამ ტრა­გე­დი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დრა­მა­ტიზ­მი იცით რა არის?! უკა­ნას­კნელ გზა­ზე მისი ოჯა­ხი სრუ­ლად ვერ აცი­ლებს, მე­უღ­ლე და შვი­ლი კო­ვი­დით კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი, თი­კას დას ვერ ვუ­რე­კავ, არ ვიცი რა უნდა ვუ­თხრა, რო­გორ უნდა ვა­ნუ­გე­შო არ ვიცი….… აი­ცე­რით ხალხნო! წა­დით, სას­წრა­ფოდ, აი­ცე­რით, თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი მა­ინც და­ი­ცა­ვით ამ ბი­ო­ლო­გი­ურ ომში!!! უბე­დუ­რე­ბის ზო­ნა­ში ვართ და იქ­ნებ ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი სიფრ­თხი­ლით და თავ­დაც­ვით მა­ინც გა­დავ­რჩეთ …”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!