TaoNews.Ge

“თბილისის მერობაზე პირველი შეთავაზება გუნდისგან კალაძეს ექნება” – არჩილ თალაკვაძე

“თბილისის მერობაზე პირველი შეთავაზება გუნდისგან კალაძეს ექნება” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის  არჩილ თალაკვაძის თქმით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და დიალოგის დასრულების შემდეგ, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების მიმართულებით აქტიურ მუშაობას დაიწყებს.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მერობის კანდიდატის დასახელება ჯერ ადრეა, თუმცა პირველი, ვინც გუნდისგან შეთავაზებას მიიღებს, კახი კალაძე იქნება.

” ჩვენი პოლიტიკური პარტია უკვე იწყებს მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და ამ დიალოგის დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე გადავერთვებით აქტიურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებაზეც. უშუალოდ კახისთანაც გვექნება კონსულტაციები თბილისში ჩვენს მომავალ გუნდთან დაკავშირებით.ჯერ ადრეა მერობის კანდიდატის დასახელება, თუმცა პირველი შეთავაზება გუნდისგან რა თქმა უნდა ექნება სწორედ კახი კალაძეს,“ – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!