TaoNews.Ge

თბილისის მერია ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს 1 000 ახალი მიკროავტობუსით ჩაანაცვლებს

თბილისის მერია ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს 1 000 ახალი მიკროავტობუსით ჩაანაცვლებს

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება გააკეთა, დამატებით 400 ერთეული მიკროავტობუსის შესაძენად, თბილისის მერიის მიერ  ბაზრის კვლევისა და სატენდერო პროცედურის დაიწყების თაობაზე.

კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების არსბული პარკი ამორტიზებულია და მგზავრთა კომფორტული გადაადგილებისთვის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

„თბილისის მიკროავტობუსის კომპანიასთან“ თითქმის დასრულებულ გვაქვს მოლაპარაკებები. კომპანია უზრუნველყოფს კაპიტალის მოზიდვასა და პირველ რიგში გამოისყიდის 300 ერთეულ მიკროავტობუსს, რომელიც მერიამ შეიძინა ბიუჯეტის ფულით. ამასთან, დამატებით შეისყიდის 400 ერთეულ მიკროავტობუსს. ეს უნდა მოხდეს წლის ბოლომდე. თბილისის ვიცე-მერმა აწარმოა მოლაპარაკებები „თბილისის მიკროავტობუსის კომპანიასთან“ და ბანკებთან, მიღწეულია შეთანხმება, რომ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროექტში განხორციელდება, დაახლოებით, 90 მლნ ლარის ინვესტიცია. ეს არის ზუსტად ის თანხა, რომელიც მოხმარდება 300 ერთეული მიკროავტობუსის გამოსყიდვას, კომპანიის მიერ დამატებით 400 ერთეული მიკროავტობუსის შეძენას, ხოლო ამ გამოსყიდვისგან მიღებული საფასურით მერია კიდევ შეიძენს 300 ერთეულ მიკროავტობუსს. ჯამში, ჩვენ გვეყოლება 1 000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც მთლიანად ჩაანაცვლებს ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს.

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!