TaoNews.Ge

თბილისის “ლოკომოტივმა” საფეხბურთო კლუბი “თელავი”  დაამარცხა

თბილისის “ლოკომოტივმა” საფეხბურთო კლუბი “თელავი” დაამარცხა

თბილისის “ლოკომოტივმა” ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში “თელავი” დაამარცხა. მატჩი ანგარიშით 3:2 დასრულდა.

“ლოკომოტივში” საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს გურამ კაშიას დებიუტი ჰქონდა. ის საქართველოს ჩემპიონატში 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

თბილისელებმა თელაველებს პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანეს, რომლის ავტორებიც ირაკლი სიხარულიძე და ნიკა სანდოხაძე იყვნენ.

მეორე ნახევარში სამი გოლი გავიდა. მათ შორის ერთი თბილისელების ანგარიშზე დავით უბილავამ ჩარიცხა, ხოლო ორი თელაველების ანგარიშზე ლაშა შერგელშვილმა და მამია გავაშელიშვილმა ჩაწერეს.

ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდის ანგარიშზე 3-3 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!