TaoNews.Ge

თბილისელი “კანონიერი ქურდის” მორიგი დაკავება – რატომ ადარებებენ “გოჩოს” საქმეს ალ კაპონეს?

თბილისელი “კანონიერი ქურდის” მორიგი დაკავება – რატომ ადარებებენ “გოჩოს” საქმეს ალ კაპონეს?

საინფორმაციო-სააგენტო “primecrime” ცნობით, თბილისელი ე.წ. კანონიერი ქურდი, 65 წლის თენგიზ დუმოევი, იგივე “გოჩო” 16 მარტს პადგორიცას აეროპორტში, ღამით დააკავეს.

 

როგორც ცნობილია, გასული წლის ივლისში რუსეთის შს სამინისტრომ ქართველი “კრიმინალური ავტორიტეტის” წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც “ქურდული სამყაროს” წევრობასა და განსაკუთრებულად დიდი მასშტაბის თაღლითობას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, რომ კორუფციული გზით დუმოევმა შშმ პირის დამადასტურებელი ცნობაც აიღო და მას პენსიაც დაენიშნა. ზარალი, რომელიც ამ საბუთით მან რუსეთის საპენსიო ფონდს მიაყენა, მილიონ რუბლს აღემატება.
სააგენტოს ცნობით, “გოჩო” საბჭოთა კავშირში 4-ჯერ გაასამართლეს, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოჭში გადავიდა საცხოვრებლად და აქამდე ის არ დაუკავებიათ.
შეგახსენებთ, რომ წარსულში არაერთხელ ნასამართლევ დუმოევს ადგილობრივი მართლმსაჯულება სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვაში ადანაშაულებდა.
რუსული გამოცემა “გოჩოს” საქმეს ამერიკელი განგსტერის – ალ კაპონეს ამბავს

ადარებდა, რომელსაც უმძიმესი კრიმინალური წარსული ჰქონდა, მაგრამ გამოძიებამ ვერაფერი დაუმტკიცა და, საბოლოოდ, საბუღალტრო აღრიცხვების დარღვევაში გამოიჭირა.

კრასნოდარის მხარეში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ე.წ. კანონიერ ქურდს გამოძიება სოჭის კაზინოში მოგებული დიდი თანხის გამო ედავებოდა. არსებული მონაცემებით, მან 2017 წელს 24,3 მილიონი რუბლი მოიგო, მოგებული თანხა კი დეკლაციაში არ მიუთითა.
რუსული მედიის ინფორმაციით, “დუმოევს ძალიან ახლო კავშირები აქვს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან… ამის დასტურია მისი ქონება სოჭის ცენტრალურ რაიონებში”.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!